01:40 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 23:46:49, 660 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს. მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახლავე“, - განაცხადა ვარჰეიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics