00:19 - 26 May, 2026
|
2023-10-06 10:34:55, 576 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას, სულ მცირე, 100 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად ათობით პირი დაშავდა, დაღუპულებს შორის კი, არიან ბავშვებიც. ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე იყო გამოსაშვები ცერემონია, რომელსაც სამხედრო კურსანტების ოჯახებიც ესწრებოდნენ. როგორც BBC წერს, არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ჰომსის ჩრდილო-დასავლეთით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან განხორციელდა. სირიის არმია მომხდარში ადანაშაულებს "ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც მხარს ცნობილი საერთაშორისო ძალები უჭერენ".
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)