00:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 16:38:23, 639 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევრომაიდნის მომიტინგეების მკვლელობის საქმეზე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გენპროკურატურა ავრცელებს.

იანუკოვიჩის გარდა, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსებიც, მათ შორის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ყოფილი ხელმძღვანელი, "ბერკუტის" სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური და ა.შ.

"დადგინდა, რომ მათ 2014 წლის 18-20 თებერვალს გასცეს ბრძანება და მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები სათანადო საფუძვლისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, ძალისმიერი წინააღმდეგობისა და დარბევის მიზნით, სპეციალური საშუალებების, სამხედრო ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცენტრში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციების შეწყვეტის მიზნით.

ოფიციალურმა პირებმა მაიდანზე თავდასხმა მოაწყვეს "ანტიტერორისტული ოპერაციის" საფარქვეშ და 20 თებერვალს, დილით მომიტინგეების ლიკვიდაციის ბრძანება გასცეს. ეს გაკეთდა უფლებამოსილების გადამეტებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.

საბრალდებო დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics