|
2023-10-03 15:36:13, 652 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ICC-ის რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა
სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას newsarmenia ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 22 წავიდა. სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული, ვინაიდან 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. ამასთან, 2022 წლის ბოლოს სომხეთის მთავრობამ კვლავ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს რომის სტატუტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესამოწმებლად, ხოლო 24 მარტს სასამართლომ დაადგინა, რომ ის შესაბამისობაშია ქვეყნის ძირითად კანონთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ორმხრივი ურთიერთობებისთვის ნეგატიური შედეგები ექნება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)