|
2023-09-27 12:07:07, 701 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ - წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით
აზიის განვითარების ბანკმა - ADB, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, „თიბისი“ საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა. ჯილდო „თიბისიმ“, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო. „ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ზედიზედ მეცხრე აღიარება, ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)