22:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 18:29:26, 1067 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინასთან მარცვლეულის ირგვლივ დავა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს ეხება

უკრაინასთან მარცვლეულის ირგვლივ დავა უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს ეხება, რომლებსაც პოლონეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის გაყიდვა სურთ, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

ბლაშჩაკის თქმით, პოლონეთს სურს ჰყავდეს დამოუკიდებელი უკრაინა თავის სამეზობლოში და არა რუსეთის ნაწილი, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლონეთმა "უნდა იზრუნოს პოლონელი ფერმერების ინტერესებზე".

"უკრაინასთან დავა ეხება უკრაინელი ოლიგარქების ინტერესებს. უკრაინელ ოლიგარქებს სურთ მარცვლეულის გაყიდვა პოლონეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცავთ პოლონელ ფერმერებს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულნი.თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონელი ფერმერების ინტერესებით", - განაცხადა ბლაშჩაკმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ პოლონელ კოლეგასთან, რობერტ ტელუსთან ერთად, მარცვლეულთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და კომპრომისის მოსაძებნად მუშაობაზე შეთანხმდა. 

გაზაფხულზე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა.

16 სექტემბერს, ევროკომისიამ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა შეზღუდვები არ მოხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics