14:57 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 15:42:19, 1564 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება

რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათი ცნობით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ძირითადად საჰაერო ხომალდის ფრთოსანი რაკეტებით (ARCV) უტევდა.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა ზამთრის პერიოდში კვლავ მოახდინოს ამ იარაღების ფოკუსირება უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის შუალედში, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა შორი მანძილის დარტყმები განახორციელა. ამ თავდასხმებისთვის ძირითადად გამოიყენეს საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები (ALCM), განსაკუთრებით, თანამედროვე AS-23a KODIAK. რუსეთი იყენებს სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რათა ეს იარაღები რუსეთის ტერიტორიის სიღრმიდან გაისროლოს", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics