|
2023-09-15 14:16:43, 1126 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები ეტაპობრივად გაფორმდება
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები მოიწონა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 15 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე წარდგენილი პროექტებიდან 1 მზის, 2 ქარის და 7 ჰიდროელექტროსადგურია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 165 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 225 მლნ. აშშ დოლარს აღწევს. "სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული სხვა კომპანიების ენერგეტიკული პროექტები და მათთან დასადები ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობას ეტაპობრივად წარედგინება. შეგახსენებთ, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ. აუქციონის შედეგები ადასტურებს, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)