20:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 09:24:22, 1139 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის ომის დანაშაულების თანამონაწილეს უწოდებს.

რეზოლუციის თანახმად, სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, გამოიძიოს არა მხოლოდ პუტინის და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობის შესაძლო დანაშაულები.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი გახდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას უკრაინისთვის მიყენებულ ნგრევასა და ზარალზე",- აღნიშნულია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის, კაცობრიობისა და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს "გაფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები" რუსეთის წინააღმდეგ. ევროპარლამენტმა ასევე შესთავაზა ხელისუფლებებს ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციების გამოყენება, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics