|
2023-09-05 10:34:08, 759 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით სამხედროები მოინახულა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით სამხედროები მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცობით, ფრონტის ხაზზე მყოფმა პრეზიდენტმა სამხედროებს ჯილდოები გადასცა. დონეცკის ოლქი. ვსტუმრობთ საბრძოლო ბრიგადებს, რომლებიც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, "დონეცკის" შემადგენლობაში უკრაინას იცავენ. დღეს 8 ბრიგადაა. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველა ძლიერია! მადლობა იმ შედეგებისთვის, რასაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს ქვეყანას, მეომრებო!. ზაპორიჟიეს მიმართულება. საბრძოლო ბრიგადების სამეთაურო პუნქტები, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსული აგრესიის მოგერიებაში. 148-ე ცალკე საარტილერიო ბრიგადა, 82-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადა, 71-ე ბრიგადა. მადლობა უკრაინის გამარჯვების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯისთვის!",- წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)