" />
19:16 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 16:02:28, 706 ნახვა

მსოფლიო
კულება - ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება მარცვლეულის ინიციატივისა და მშვიდობის ფორმულისთვის.

"ჩვენ ვიცით, რომ ახლო მომავალში, ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. და ეს, ფაქტობრივად, ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა.

პარალელურად, უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს. ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში შედიან. ამ დერეფნით უკვე ორმა უკრაინულმა გემმა ისარგებლა", - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics