|
2023-08-30 10:23:33, 832 ნახვა
მსოფლიო
აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი AIM-9M-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ის რაკეტებს, 155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვებს, განსანაღმ აღჭურვილობას, „ჯაველინებსა“ და სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. „სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ ვაცხადებთ, რომელიც დაეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ხალხი დაიცვას. ეს პაკეტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეიცავს, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმარება... რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანი იქნებიან უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება“,- განაცხადა ბლინკენმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)