2023-08-28 12:46:29, 1178 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინამ F-16-ების გამოყენება, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს
უკრაინამ F-16-ების გამოყენება, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება.
„ვიტყოდი, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენა მომავალ გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს, რადგან დავიწყეთ ჩვენი მფრინავების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადების კურსები...
ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის დომინირება ცაში, ბრძოლის ველზე. F-16-ები თვითმფრინავი გახდება საჰაერო თავდაცვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები ცაზე, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე ანუ ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნება, ძალიან დიდი“ - განმარტა რეზნიკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,