|
2023-08-26 13:53:40, 834 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - შვედეთი ნატოს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება
შვედეთი ნატოს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და თურქეთმა შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს და როგორიც კი ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ. "ვფიქრობ, შვედეთი NATO-ს წევრი შემოდგომაზე გახდება. მე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების დასახელებისას, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან დიდი მსჯელობის შემდეგ ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი. ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი. როგორც, კი თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)