|
2023-08-25 13:36:20, 785 ნახვა
მსოფლიო
კადიროვი პრიგოჟინზე - მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია
პრიგოჟინის სიკვდილი მისი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს,- ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, კადიროვი სხვებისგან პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. "ევგენი ვიქტოროვიჩთან ხშირად გვიწევდა ურთულესი საკითხების გადაჭრა. ის სხვებისგან გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით, უნიკალური კომუნიკაბელურობით და შეუპოვრობით. მასთან შესაძლებელი იყო ნებისმიერ თემასა და პრობლემაზე მსჯელობა. ის ყოველთვის მზად იყო, რომ დაგხმარებოდა და მთელი გულთ, რეალურად გეხმარებოდა. ის სახელმწიფო მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა იყო. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან ან ვერ დაინახა, ან არ სურდა დაენახა სრული სურათი იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. ვთხოვე, გვერდზე გადაედო პირადი ამბიციები სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან მიმართებაში. სხვა ყველაფრის გადაწყვეტა მოგვიანებით შეიძლებოდა. მაგრამ ის ასეთი იყო, პრიგოჟინი, თავისი რკინის ხასიათით და მიზნის მიღწევის სურვილით – აქ და ახლა... ეჭვგარეშეა, მან დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მისი სიკვდილი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკლისია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ევგენი ვიქტოროვიჩის ოჯახს და მეგობრებს",- წერს კადიროვი. შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)