|
2023-08-16 15:29:33, 2577 ნახვა
მსოფლიო
The Insider - Ekho Moskvy-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს
Ekho Moskvy-ს ჟურნალისტი ირინა ბაბლოანი ვარაუდობს, რომ თბილისში ყოფნის დროს მოწამლეს. ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო მასალაში, რომელსაც The Insider აქვეყნებს. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ოქტომბერში, მიუნხენში Novaya Gazeta-სა და Meduza-ს ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო მოწამლეს, შემთხვევიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, თბილისში Ekho Moskvy-ს ჟურნალისტ ირინა ბაბლოანს იდენტური სიმპტომები ჰქონდა, გაზაფხულზე კი, ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი ნატალია არნო ნეიროტოქსიკური ნივთიერებით მოიწამლა. The Insider-ის ინფორმაციით, ჟურნალისტი ირინა ბაბლოანი მოსკოვიდან თბილისში ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩავიდა და სასტუმრო King Tamar-ში ცხოვრობდა. 25 ოქტომბრის საღამოს თავს კარგად ვერ გრძნობდა, მეორე დილით კი, ძლიერი სისუსტითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა. 26 ოქტომბრის საღამოს ჟურნალისტი ხელისა და ფეხისგულების წვას გრძნობდა. ამ სიმპტომების მიუხედავად, ბაბლოანი 27 ოქტომბრის ღამეს ერევანში გაემგზავრა, მგზავრობის დროს კი, ცუდად გახდა და კონცენტრაციას ვეღარ ახერხებდა. "წევხარ, მაგრამ გრძნობ, რომ დაღლილობა არ გადის, თითქოს უბრალოდ არ გამოდის დასვენება. შეგრძნება მქონდა, რომ სხეული აღარ მეკუთვნოდა",- ამბობს ჟურნალისტი. როგორც The Insider წერს, ირინა ბაბლოანმა ერევნის სასტუმროში თერმომეტრი მოითხოვა, რომელიც ადმინისტრაციას არ აღმოაჩნდა. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტს ამის შემდეგ მუცლის ტკივილი და ღებინება დაეწყო, პირში კი მეტალის გემოს გრძნობდა. "ყველა ეს სიმპტომი, გარდა უკანასკნელისა, ჰგავს კოსტიუჩენკოს შემთხვევას ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - იმ მომენტიდან მოყოლებული ჟურნალისტს კანზე პერიოდულად უჩნდება და ქრება შეწითლებები. ჟურნალისტს მაშინვე არ მიუმართავს ტოქსიკოლოგისთვის, რადგან ვერ იფიქრებდა, რომ ვინმეს შეიძლება მოეწამლა. ტესტი გაიკეთა ალერგიაზე (ყველა ცნობილ ალერგენზე უარყოფითი იყო). რამდენიმე თვეში, ბერლინში გადასვლის შემდეგ გაიკეთა ტოქსიკოლოგიური ანალიზი, რომლის პასუხებიც არ მისვლია. კლინიკაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ სისხლის ნიმუში "დაიკარგა", მასთან მივიდა პოლიცია, რომელმაც გამოკითხა. ცოტა ხნის წინ მან კვლავ ჩააბარა სისხლის ნიმუში, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა",- წერს The Insider.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)