14:50 - 25 May, 2026
|
2023-08-10 09:59:25, 952 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. მერმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "დაახლოებით, 04:00 საათზე, საზენიტო თავდაცვამ ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ერთი დრონი კალუგის ოლქში, ხოლო მეორე ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს",- დაწერა სობიანინმა Telegram-ზე. ცნობისთვის, მოსკოვის მერმა დედაქალაქის მახლობლად ორი საბრძოლო დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 აგვისტოსაც გაავრცელა. როგორც სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, საჰაერო თავდაცვის მიერ ერთი დრონის ჩამოგდება დომოდედოვოს მახლობლად, ხოლო მეორის მინსკის გზატკეცილთან მოხდა.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)