|
2023-08-02 18:05:51, 1244 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა და ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში 581 237 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რაც ფიქტიურად დაარეგისტრირა სხვადასხვა მოქალაქის სახელზე. უკანონო გზით მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთები ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმა, რის შემდეგაც ნაწილი მათგანი გაასხვისა. "სამართალდამცავებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)