|
2023-07-31 05:15:37, 1446 ნახვა
სამართალი
ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები პოლიციის ბარიკადების გარღვევას, პოლიცია კი აქციის მონაწილეების შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოშვებას ცდილობს. მანამდე კი, ცოტა ხნის წინ პოლიციამ პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაიწყო. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული. „რუსებო“, „მონებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე პოლიციის მისამართით. ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმში აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა. აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)