22:48 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 15:55:57, 1534 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესაზე - იერიში მივიტანეთ იმ ობიექტებზე, სადაც ჩვენს წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".

უწყების ცნობით, ოდესაზე თავდასხმისას "მაღალი სიზუსტის" იარაღი გამოიყენეს.

"ოდესასა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მზადდებოდა ტერორისტული აქტები უპილოტო კამერების გამოყენებით. გარდა ამისა, ობიექტებზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლებიც იმყოფებოდნენ",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics