14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 10:06:44, 856 ნახვა

სამართალი
საქართველოში მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოში ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ზომების შედეგად, მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 1960 წელს დაბადებული ვაქილ ბადოევის ექსტრადიცია განხორციელდა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება, დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2007 წლის 7 მარტიდან იძებნებოდა. ვაქილ ბადოევი დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მკვლელობა).

"ვაქილ ბადოევმა 2005 წლის 15 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, შურისძიების მიზნით, დანის დარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა თამაზ აბრამიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ვაქილ ბადოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ვაქილ ბადოევის საქართველოში ექსტრადიცია 10 თებერვალს განხორციელდა",-განმარტავენ შსს-ში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics