|
2023-07-12 12:37:46, 955 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ დაზღვევა HR hub 2023-ის მთავარი წარმდგენია
HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების მთავარი წარმდგენი „თიბისი“ დაზღვევაა. HR ბიზნეს სამიტი უკვე 6 წელია ტარდება. წელს ძირითადი თემა გუნდურობა იქნება. სპიკერები განიხილავენ, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, როგორც ინდივიდუალური თანამშრომლისთვის, ისე მთლიანად კომპანიისთვის, რა მიზნებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გუნდურმა სულისკვეთებამ, როგორ ჩამოვაყალიბოთ თიმი სწორად.. სწორედ ამ თემის გარშემოა დაგეგმილი დღის მთავარი აქტივობებიც. ღონისძიება დაიწყება ვორქშოპებით, შემდეგ კი მთავარ სცენაზე ისაუბრებენ სპიკერები. სამიტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად აარჩიონ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილისამებრ გადაწყვიტონ, რომელ ვორქშოპსა თუ ნეთვორქინგ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. „თიბისი“ დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, თეა მახარაძე წარდგება თემით “ალმოდებული ლამბორგინი”, რომელიც ეხება გუნდში ინდივიდის მნიშვნელობას. „თიბისი“ დაზღვევა რამდენიმე წელია HR სამიტის მონაწილეა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რისი ხელშესახები მაგალითიც მათი ჯანმრთელობის დაზღვევაა: გამარტივებული სამედიცინო სერვისები, ციფრული მომსახურება და სწრაფი ანაზღაურება.
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)