11:16 - 25 May, 2026
|
2023-07-11 17:25:51, 1088 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს
რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომების მიღებას შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ამის შედეგი რუსეთისთვის „ცალსახად ნეგატიური“ იქნება. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, რასაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა. ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)