|
2023-07-11 15:12:15, 1091 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - პუტინს ჰგონია, რომ ნატოს გატეხვა შეუძლია - ის ამას ვერ შეძლებს
ვფიქრობ, პუტინს ჰგონია, რომ მას წარმატების მიღწევა და ნატოს გატეხვა შეუძლია - ის ამას ვერ შეძლებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, სტოლტენბერგის ლიდერობას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე თქვენ აგრძელებთ ნატოს ხელმძღვანელობას. თქვენ გენდობიან და თქვენზე უკეთ ვერავინ ერკვევა სიტუაციაში, რომლის წინაშეც ვართ. ნამდვილად ისტორიული მომენტია, როდესაც შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ალიანსს. ამიტომ, თქვენს ლიდერობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ აშშ-ის პრეზიდენტისგან, რომ პუტინს ჰგონია, მას წარმატების მიღწევა და ნატო-ს გატეხვა შეუძლია. ის ამას ვერ შეძლებს განსაკუთრებით, თქვენთან ერთად“,- მიმართა ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგს. შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)