|
2023-07-11 10:14:37, 1012 ნახვა
მსოფლიო
სუნაკი - თურქეთის გადაწყვეტილება ისტორიული მომენტია ნატოსთვის - მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას
ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის,- ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაა თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. როგორც სუნაკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების გარანტიებს ზრდის. „ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი. ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)