22:14 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 10:04:17, 1111 ნახვა

სამართალი
წყნეთში არასრულწლოვანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. 

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები სკვერში იმყოფებოდნენ, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. 

მათივე ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

"როგორც ჩანს, დენმა დაარტყა. გარეთ თამაშობდნენ, ეზოში. სასწრაფო მოვიდა და 45 წუთის განმავლობაში უტარებდნენ გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics