|
2023-07-10 14:08:22, 1141 ნახვა
მსოფლიო
სტეფანიშინა - უკრაინა იძულებული იქნება „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას
უკრაინა იძულებული იქნება „გადახედოს სტრატეგიას“, თუ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტზე არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მოწვევას,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ Европейская правда-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები უამრავ პროცესს გამოიწვევს. "ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება იწყებს პროცესების დიდ რაოდენობას, მათ შორის, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით... უკრაინა ნატოში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის შემცირება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს",- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა. სტეფანიშინამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)