|
2023-07-10 09:46:47, 1003 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქული მედიის ცნობით, საუბრისას ორი ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინის პოზიცია ნატოში, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება და თურქეთის ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ვილნიუსში პირისპირ შეხვედრისას თურქეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. თურქეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ შვედეთმა სწორი მიმართულებით გადადგა გარკვეული ნაბიჯები ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, მაგრამ კონკრეტული ტერორისტული ორგანიზაციების მომხრეები თავისუფლად განაგრძობენ ტერორიზმის მხარდამჭერი დემონსტრაციების ჩატარებას, რაც ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უსაფუძვლოს ხდის. ერდოღანის თქმითვე, თურქეთი პრინციპული და ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში და ქვეყანას სურს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის წამყვან ქვეყნებსა და ხელმძღვანელობას თურქეთის გაწევრიანებაზე მკაფიო გზავნილები ჰქონდეთ. ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)