11:16 - 25 May, 2026
|
2023-07-09 18:57:48, 1006 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ვილნიუსში ნატოს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ნატოს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თანამედროვე ტექნიკა სამიტის უსაფრთხოებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 16-მა წევრმა სახელმწიფომ გამოყო. Reuters-ის ცნობით, გერმანიამ ადგილზე "პატრიოტის" ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა. საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმაც, საფრანგეთმა კი თვითმავალი ჰაუბიცები. ფინეთმა და დანიამ ლიეტუვაში სამხედრო თვითმფრინავები განათავსეს. ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)