|
2023-07-08 10:51:10, 969 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემაზე - რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება
რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა. ბაიდენის თქმით, მიიღო თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში გადასცეს ჭურვები უკრაინელებს. "ჩემი მხრიდან ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, მე ეს საკითხი განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. ეს არის ომი, რომელიც დაკავშირებულია საბრძოლო მასალასთან და მათ ეწურებათ ეს საბრძოლო მასალა, ჩვენ კი ცოტა გვაქვს, ამიტომ რაც საბოლოოდ გავაკეთე, მივიღე თავდაცვის უწყების რეკომენდაცია, რომ - არა მუდმივად, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში დავუშვა ჭურვები უკრაინელებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)