11:17 - 25 May, 2026
|
2023-07-07 17:10:23, 1238 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა Twitter-ზე ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ჩაპუტოვას უკვე შეხვდა. გარდა ამისა, დაგეგმლია შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ლუდოვიტ ოდორსა და ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელ ბორის კოლართან. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სლოვაკეთში",- წერს სლოვაკეთის პრეზიდენტი და ვოლიდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. უკრაინის მთავრობის მეთაური ჩეხეთში ბულგარეთიდან ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)