11:15 - 25 May, 2026
|
2023-07-07 16:24:36, 827 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება
ვილნიუსის სამიტზე ალიანსის ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „პაკეტზე - სამი ელემენტისგან, რომელიც უკრაინის ნატოსთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“. "პირველი ელემენტი მოიცავს მრავალწლიანი დახმარების პროგრამას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. მეორე ელემენტი გააუმჯობესებს პოლიტიკურ კავშირებს ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნით, ხოლო რაც შეეხება მესამე ელემენტს, მოველით, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)