10:31 - 25 May, 2026
|
2023-07-06 10:13:24, 1084 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. ზბიგნევ რაუს თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ნატოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება. „ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ. ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)