|
2023-07-03 11:06:22, 1082 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი ბრალდებული სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ. „სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ.ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ 20 000 ლარი მოითხოვეს. მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი - 12 000 ლარი აიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა. ორივე ბრალდებულს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)