|
2023-06-22 18:35:52, 1089 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს
ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ნათია თურნავა თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და შესაბამისად, დროებით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება. "როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ დამიჭირა მხარი და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. მე, პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მიუხედავად იმისა, დამიჭირა რომელიმე მათგანმა მხარი თუ თავი შეიკავა, 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და ჩვენი გუნდი, კვლავინდებურად, გააგრძელებს ერთობლივად მუშაობას ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ საბჭომ დამიჭირა მხარი, რომ მე შევასრულებ ამ მოვალეობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, ასევე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჩვენი, საქართველოს ეროვნული ბანკის. ამ ტრადიციული, ძალიან მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც მუშაობს ძალიან გამოცდილი, ძალიან ძლიერი პროფესიონალთა გუნდი, ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ ძალიან ბევრ, ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხზე. მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, მთავარი მისია არის, იზრუნოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ასევე, იზრუნოს სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე. ამ მიმართულებებით, რა საკვირველია, ეროვნულ ბანკს აქვს საკმაოდ სერიოზული მიღწევები იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი საფინანსო სექტორი, იყო პანდემია, შემდეგ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა და ყველას დაუმტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და აქ, რა თქმა უნდა, მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ, - ამბობს თურნავა.
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)