|
2023-06-21 21:05:18, 1096 ნახვა
სამართალი
„არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს“ - უზენაესი სასამართლო გვარამიას სარჩელზე
საქართველოს უზენაესი სასამართლო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას სარჩელი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რის გამოც სასამართლომ განაჩენი განსახილველად არ დაუშვა და ძალაში დატოვა. "საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა", - აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. მანამდე, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)