|
2023-06-19 11:01:07, 2514 ნახვა
სპეციალური ანონსი
ჭიათურელი მაღაროელები დღეს, პარლამენტთან აქციას გამართავენ - 21:00-ზე დაანონსებულია მხარდამჭერი აქციაც
დღეს, 19 ივნისს, 16:00-ზე საქართველოს პარლამენტთან ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები აქციას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მაღაროელების მიერ შექმნილ საინფორმაციო გვერდზე ვრცელდება. "დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს მოვდივართ ჭიათურიდან",- აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, პარლამენტთან ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერ აქციას 21:00 საათზე გამართავს მოძრაობა „სირცხვილიაც". "10 ადამიანი, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს. შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში “ჯორჯიან მანგანეზისა” და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ. დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას. ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს. ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ “მედიატორის” როლში გვევლინება, ხოლო “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა. სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის ზრდა და 12 საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება! ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან. დღეს, 19 ივნისს პარლამენტის წინ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს! სირცხვილი “ჯორჯიან მანგანეზს”! სირცხვილი ხელისუფლებას!” - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ამასთან, როგორც გაფიცულები ამბობენ, მაღაროელმა პროტესტის ამ ფორმას უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მიმართა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)