|
2023-06-13 17:10:40, 694 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული და კანონი ძალაში გამოქვეყნების დღიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, კიევსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია მოახდინა. "ვინაიდან ამ აკვატორიებთან მიმართებაში უკრაინამ დაკარგა მოსაზღვრე (სანაპირო) სახელმწიფოს სტატუსი, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღების შემდეგ, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის სანაპირო ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს",- აღნიშნულია დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას, რომელიც აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის სტატუსს განსაზღვრავდა 2003 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის მეორე პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შორის გაფორმდა, ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია. შეთანხმება ასევე განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას, თუმცა აღნიშნული შეთანხმება უკრაინამ 2023 წლის თებერვალში გააუქმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)