|
2023-06-12 22:02:58, 930 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა რუსეთში ექსპორტი 187%-ით გაზარდა, მისი მნიშვნელოვანი წილი რეექსპორტზეა
სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 187%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, სომხეთის პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ხოჰანისიანმა განაცხადა. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის ზრდამ 187% შეადგინა“, - განაცხადა ხოჰანისიანმა. მისი განმარტებით, უმეტესი ნაწილი რეექსპორტზე მოდის, ხოლო სომხური პროდუქციის ექსპორტმა ხელი შეუწყო მთლიანი მაჩვენებლის 47 პროცენტული პუნქტით ზრდას. მანამდე სომხეთის სტატისტიკურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ 2022 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, სტატისტიკის მიხედვით, 14,12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 68,6%-ით გაიზარდა. ექსპორტმა 5,36 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (ზრდა 77,7%), იმპორტი - 8,76 მლრდ-ზე მეტი (ზრდა 63,5%). 2023 წლის მაისში ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს მეზობლების მეშვეობით იღებს. „შავი სიიდან“ საქონლის რეექსპორტის ქვეყნებს შორის მან სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი დაასახელა. ჯენტილონიმ განმარტა, რომ ევროკავშირიდან ამ ქვეყნებში საქონლის იმპორტი რუსეთში ექსპორტთან შედარებით გაიზარდა. მანამდე გამოცემა "კომერსანტი" იტყობინებოდა, რომ რუსულ იურიდიულ პირებს საზღვარგარეთიდან საქონლის გადახდის პრობლემა ჰქონდათ. გაზეთის ცნობით, სომხეთის, ჰონგ კონგისა და ყაზახეთის ბანკებმა მეორადი სანქციების შიშის გამო სერვერების, ჩიპების, პროცესორების და სხვა ელექტრონიკის გადახდების დაბლოკვა დაიწყეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)