20:23 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 10:17:49, 1549 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საბრძოლო მასალისა და რაკეტების ევროპული წარმოების გაზრდას გულისხმობს. 

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკომისიამ კანონპროექტი მიმდინარე წლის 3 მაისს წარადგინა და მაისშივე კანონპროექტის მიღების დასაჩქარებლად, ევროპარლამენტარები გადაუდებელი პროცედურის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

"დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი კავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, განსაკუთრებით კი უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის, რუსეთის წინააღმდეგ... პარლამენტი საბჭოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას",- აცხადებს ევროპარლამენტის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტიან ბუშოი (EPP, რუმინეთი).

კანონპროექტი 446 ხმით მიიღეს, 67 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 112-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ, ევროპარლამენტარები დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირის საბჭოსთან, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელსაც ევროდეპუტატები კენჭს ივლისში, პლენარულ სხდომაზე უყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics