|
2023-05-30 09:50:07, 801 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო და 50-ზე მეტი სერბი დაშავდა
ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას კოსოვოში განთავსებული ნატო-ს მისია (KFOR) ავრცელებს. განცხადების თანახმად, ნატო-ს ძალების იტალიური და უნგრული კონტინგენტის სამხედროები არაპროვოცირებული თავდასხმის სამიზნე გახდნენ. „ნატო-ს დანაყოფებზე არაპროვოცირებული თავდასხმები მიუღებელია და ნატო-ს ძალები კოვოსში გააგრძელებენ თავიანთი მანდატის მიუკერძოებლად შესრულებას“,- ნათქვამია კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაურის, ანჯელო მიკელე რისტუჩიას განცხადებაში. სერბეთის მედიის ცნობით, შეტაკებებისას სერბი დემონსტრანტების მხრიდან 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. სერბები უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის 95%-ზე მეტს შეადგენენ. ვითარების ესკალაციის გამო, კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ნატო-ს ძალები განათავსეს. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)