04:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 23:47:32, 1211 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - დასავლეთი ცდილობს, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ მომგებიანი თანამშრომლობა შეაჩერონ

საიდუმლო არ არის, რომ დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ქვეყანებთან ურთიერთობას და შეთანხმებებს ყოველთვის ასრულებს.

„მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, - განაცხადა პუტინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics