04:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 15:18:31, 1220 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი ბელგოროდზე - უკრაინელი ბოევიკები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებს აგრძელებენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ბელგოროდის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "დივერსანტების თავდასხმები" ღრმა შეშფოთებას იწვევს.

როგორც პესკოვი ამბობს, "რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებს უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ".

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა და სპეცოპერაცია გრძელდება, მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“,- აცხადებს პესკოვი. 

შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გუშინ, 22 მაისს ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა  "ტელეგრამ-არხზე" გაავრცელა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა Suspilna-ს განუცხადა, რომ "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონმა და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" ბელგოროდში ოპერაციის განხორციელება დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლქში "ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები" შევიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics