03:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 18:55:56, 943 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა [ვიდეო]

თურქეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც 08:00 საათზე გაიხსნა, ამ დროისთვის ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს.

თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, აჰმედ იენერის განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები არ დაფიქსირებულა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, მათ შორის 4,9 მილიონმა ადამიანმა პირველად მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics