|
2023-05-14 11:01:23, 906 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. თურქული მედია დილიდან, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებზე წერს. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი, ოპოზიციური სახალხო ალიანსის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, მემლეკეტის პარტიის თავმჯდომარე მუჰარამ ინჯე, ატას ალიანსის წევრი სინან ოგანი. თურქეთის არჩევნები 2023 წელს მთავარს უწოდებენ. თურქეთის მომავალი როლი ნატოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, ასევე ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან იქნება დამოკიდებული გამარჯვებულ კანდიდატზე. გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანს მხარს ამომრჩეველთა 43,7%, კილიჩდაროღლუს 49,3% უჭერს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტურით, რომელიც შეიძლება 28 მაისს ჩატარდეს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)