|
2015-02-09 12:46:48, 2226 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს
ავღანეთში, პარვანის პროვინციაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა ქვეითი პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ქალეი ნასროდან ბაგრამის ბაზის მიმართულებით, არაპირდაპირი ცეცხლის შეზღუდვისა და ამბოხებულებისთვის თავისუფალი გადაადგილების აღკვეთის მიზნით, 51-ე ბატალიონის ჯარისკაცებმა რეკოგნოსცირება (დაზვერვა) განახორციელეს. პატრულირების დროს, „ალფა“ ასეულის ჯარისკაცები ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქართველ სამხედროებთან ერთად, ღონისძიებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები იყვნენ ჩართული. კომბინირებულ პატრულში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მთავარი სერჟანტი კრისტოფერ გილპინიც მონაწილეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)