01:56 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 10:34:02, 943 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, 9 მაისიდან, უკრაინელები პატივს მიაგებენ ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. 

„ბევრი წლის წინ ჩვენს კონტინენტზე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე 9 მაისს, აღვნიშნოთ მიღწეული მშვიდობა და ერთიანობა.

დღეს ჩვენს კონტინენტზე ერთიანობა  ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნასთან გვაახლოებს, სწორი იქნება ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. დღეს მე ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას და ყოველწლიურად ხვალიდან, 9 მაისიდან, ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. ერთობა მშვიდობას აახლოებს “,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.

„როგორც მაშინ ერთად ვანადგურებდით ბოროტებას, ახლაც ერთად ვანადგურებთ მსგავს ბოროტებას. სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ახლა განსხვავებულია, მას აქვს იგივე მიზანი - დამონება ან განადგურება და როგორც მაშინ თავისუფალი ხალხის საერთო ძალას ვეყრდნობოდით, ახლაც თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თავისუფალ ევროპასთან ერთად ვიბრძვით ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ეს იქნება ჩვენი გამარჯვების დღე - უკრაინის გამარჯვების დღე",- დასძინა ზელენსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics