09:55 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 22:47:23, 1568 ნახვა

ომი უკრაინაში
„ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ აქ მომხდარი საშინელებების შესახებ“ - აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ბუჩაში ჩავიდა

შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ ჰელსინკის კომისიის წევრები, კიევის რეგიონს, ბუჩას ეწვივნენ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა, კომისიის  წევრმა სტივენ კოენმა და აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აშშ ყველა შესაძლო მექანიზმით დაეხმარება უკრაინელ ოჯახებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთმა ჩადენილზე პასუხი აგოს.

"ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ აქ მომხდარი საშინელებების შესახებ", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics