|
2023-05-01 12:27:29, 2018 ნახვა
სპეციალური ანონსი
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
2023 წლის 1-5 მაისს, კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხუციშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, შიქსინ ჩენთან, ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, რეიჩელ ტომსონთან, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, დავიდ კავანოსთან, ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ევგენი ჟუკოვთან, კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, ჩოო კიუნგ ჰოსთან. "ქართულ დელეგაციაში, ასევე, არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ფინანსთა მინისტრი დაესწრება ADB-ის მმართველთა საბჭოსა და ბიზნეს-სესიას. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის სესიაზე. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს. ყოველწლიური შეხვედრის გახსნის დღიდან, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ საქართველოს სტენდთან, დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველ საინფორმაციო და ვიდეო მასალას",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)