|
2023-04-29 15:14:56, 911 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო, ოფიციალურმა კიევმა პოლონეთსა და ევროკავშირს საპროტესტო ნოტა გადასცა
სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო, ოფიციალურმა კიევმა პოლონეთსა და ევროკავშირს საპროტესტო ნოტა გადასცა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება. "არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ისევე როგორც უწყვეტი ექსპორტის გაგრძელების ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა პარტნიორებს გამონახონ პრობლემის დაბალანსებული გადაწყვეტის გზები ევროკავშირის კანონმდებლობის, ასოცირების შეთანხმების საფუძველზე და სოლიდარობის სულისკვეთებით. ეს ერთადერთი გზაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის ერთობლივი წარმატებით წინააღმდეგობის გაწევისთვის და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გასაძლიერებლად, რომლის მონაწილეც უკრაინა გახდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმ ოლეგ ნიკოლენკომ. შეგახსენებთ, დღეს, 28 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)